25 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
ჩვენ იმ მოცემულობაში ვართ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ დატოვონ უკრაინა, არის ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.  პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ის არ გაგზავნის ჯარს რუსეთის მოქმედების შემთხვევაში უკრაინაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ ახალი რუსული ძალები საზღვარზე მივიდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

"ჩვენ იმ მოცემულობაში ვართ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და ნათლად რომ ვთქვათ, ეს მოიცავს ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდსაც," - განაცხადა ბლინკენმა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 20 თებერვალს დასრულდება.

რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინაში შეჭრის გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მოაბილიზა

მაგრამ, მან ახლახან დაიწყო მასიური სამხედრო წვრთნები მეზობელ ბელორუსთან.

დღის ამბები