25 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
თუ მოსკოვი აგრესიის გზას აირჩევს და შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი იქნება სწრაფი, ერთიანი და მწვავე - ბლინკენი 

რუსეთთან დიპლომატიურ დიალოგს განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოება. საფრანგეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ უცხოური მედია წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინისგან ვერ დაინახა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს.

უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე მოვლენებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო უარყოფის ცნობები უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრასთან დაკავშირებით. თურქეთის პირველი დიპლომატის თქმით, ოფიციალური ანკარა უკრაინაში რუსეთის შეჭრას არარეალურად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც კრემლი NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

უკრაინაზე ისაუბრა ენტონი ბლინკენმაც. შეერთებული შტატები რუსეთს დეესკალაცისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

"რუსეთს მარტივად შეუძლია ყველას აჩვენოს, რომ დიპლომატიის გზა აირჩია: ამისთვის მოსკოვმა უნდა დაიწყოს დეესკალაცია და არა ესკალაცია, მან მხოლოდ დიპლომატიური შედეგების ძიებაზე არ უნდა ისაუბროს, არამედ რეალურად უნდა იმუშაოს მისკენ. დიპლომატიის გზა ღია რჩება. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი მოაწყობს პროვოკაციას ან ინციდენტს, რაც შემდეგ გამოყენებული იქნება მანამდე დაგეგმილი საომარი მოქმედებების გასამართლებლად. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას აირჩევს და შემდგომ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების პასუხი იქნება სწრაფი, ერთიანი და მწვავე," - აცხადებს ენტონ ბლინკენი

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია კანადის პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ. ჯასტინ ტრუდომ, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსული საფრთხეების გასანეიტრალებლად საერთაშორისო თანამეგობრობა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კანადა საელჩოს, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კიევიდან ლვოვში გადაიტანს.

დღის ამბები