19 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
უნგრეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს

უნგრეთმა, შესაძლოა, ევროკავშირი დატოვოს - ამის შესახებ მინიშნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ვიქტორ ორბანის თანახმად, ევროკავშირი კანონის უზენაესობის ლოზუნგით "წმინდა ომს, ჯიჰადს" აწარმოებს.

მან ევროკავშირს მოუწოდა, გამოიჩინოს "ტოლერანტობა" უნგრეთის მიმართ. როგორც ორბანი ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთო გზის გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

უახლოეს დღეებში, ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ევროკომისიას უფლებამოსილებას ანიჭებს, ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყვიტოს ქვეყნებს, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპებს არღვევენ.

დღის ამბები