20 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
დაიხურება თუ არა დღეიდან უკრაინის საჰაერო სივრცე - რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენებზე უკვე უარი თქვა

უკრაინა ომის ზღვარზე - დაიხურება თუ არა დღეიდან ქვეყნის საჰაერო სივრცე? სხვადასხვა წყარო, მათ შორის, კანონმდებლები იუწყებიან, რომ ქვეყანაში ავიამიმოსვლა, შესაძლოა 14 თებერვლიდან შეჩერდეს. სახელდება კონკრეტული დროც - კიევის დროით, 16:00 საათი.

რამდენიმე ავიაკომპანიამ უკრაინაში ფრენებზე უარი უკვე თქვა. გარდა ამისა ,ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა სწორედ დღეიდან წყდება.

რაც შეეხება უკრაინის ოფიციალურ უწყებებს - ქვეყნის პრეზიდენტის აპარატი იუწყება, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.

დღის ამბები