24 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
კაცმა მდიდარ ქალებზე 14-ჯერ იქორწინა და ცოლებს ქონება გამოსძალა - ინდოელი კაცის თაღლითური თავგადასავალი

ინდოეთში ოდიშას შტატში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 43 წელიწადში თაღლითურად 14-ჯერ იქორწინა და ამ წლების განმავლობაში თაღლითური ქორწინების მსხვერპლების ხარჯზე ცხოვრობდა. თაღლითის ისტორიას Daily Mail აქვეყნებს.

რამეშ ჩანდრა სვეინი პირველად 1979 წელს დაქორწინდა და ამ ქორწინებების განმავლობაში ხუთი შვილი შეეძინა. 2010 წლიდან მან განქორწინებულ მდიდარ ქალებზე ნადირობა დაიწყო და მათ სხვადასხვა სახელით ეცნობოდა.

ყველა ცოლი სხვადასხვა შტატში ცხოვრობდა და არ იცოდნენ ერთმანეთის არსებობის შესახებ.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ქორწინების შემდეგ ახალი ცოლისგან ფულს და ქონების მის სახელზე გადაფორმებას ითხოვდა. მიზნის მიღწევის შემდეგ კი ქრებოდა.

სიცრუე მისი ერთ-ერთი მსხვერპლის წყალობით გამოვლინდა. მასწავლებელმა, რომელზეც სვეინი დაქორწინდა, ტელეფონში სხვა ქალების შეტყობინებები იპოვა, მათ დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მისი ქმარი მათზეც იყო დაქორწინებული. ამის შემდეგ შოკირებული ინდოელი ქალი პოლიციას დაუკავშირდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ფულის გამომუშავება მოახერხა სვეინმა მოტყუებული ქალებისგან. დაკავების შემდეგ თაღლითს ხუთი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები