26 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები ვლადიმერ პუტინს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ 

ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების "ლიდერები", რუსეთის პრეზიდენტს  ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხალხის სახელით, გთხოვთ, აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სამართლებრივ, სოციალურ სახელმწიფოდ", - განაცხადა დენის პუშილინმა.

ლეონიდ პასეჩნიკი კი ვლადიმერ პუტინს მიმართავს, "მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის თავიდან ასაცილებლად" ლუგანსკის ე.წ. "სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა" აღიაროს.

"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, რომელთაგან 300 000 რუსეთის მოქალაქეა, გთხოვთ, აღიაროთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა," - განაცხადა პასეჩნიკმა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთი დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები