23 აპრილი 2024,   22:50
ვრცლად
აღარ იქნება შოპინგი მილანში, გართობა სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში - ჯოზეფ ბორელი რუსებისთვის დაწესებულ სანქციებზე

სანქციების "შავ სიაში", რომელიც ევროკავშირმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით შეადგინა  შედიან ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის ოპერაციებს დონბასში, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლები და ბანკები, რომლებიც აფინანსებენ რუს გადაწყვეტილების მიმღებებს - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა შეზღუდოს რუსეთის წვდომა ევროკავშირის ფინანსურ და კაპიტალის ბაზარზე,- განაცხადა ჯოზეფ  ბორელმა.

სანქციები არ ეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მოგვიანებით ჯოზეფ ბორელი სანქციების თემას ტვიტერზეც გამოეხმაურა.

"აღარ იქნება შოპინგი მილანში, გართობა სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში. ეს პირველი ნაბიჯია. ჩვენ ერთიანები ვართ" - დაწერა ბორელმა.

დღის ამბები