18 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
ცარიელი ქუჩები, მოქალაქეები სახლში რჩებიან - რა ვითარებაა ამ დროისთვის კიევში

კიევში მოქალაქეები სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ. ქუჩები ცარიელია, ადამიანები არ გადაადგილდებიან, ისინი სახლში რჩებიან და მერის მიერ გაცემულ ინსტრუქციას მიჰყვებიან. მოქალაქეებს სპეციალური ჩანთები აქვთ, სადაც პირველიც მოხმარების ნივთები აქვთ მომარაგებული და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სიგნალის შემდეგ, ისინი თავს სარდაფებს შეაფარებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება სამხრეთით, ხერსონთან არის. 

"სამხრეთში ყველაზე დიდი პრობლემა ხერსონთან ბრძოლებია. არის დანაკარგები, განადგურებულია რუსული თვითმფრინავები. მივმართავ რუს მოქალაქეებს, გადით მოედანზე და მოითხოვეთ ომის დასრულება. რუსეთმა უკვე დაიწყო ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციების მიღება, დაეხმარეთ მოხალისეებს და ექიმებს, დონორები გვჭირდება. ჟურნალისტების მოვალეობაა, უკრაინის დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა. ლიდერებო, თუ დღეს არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენთან მოვა,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჯერჯერობით, ოფიციალური უწყებებისგან არ დასტურდება ინფორმაცია, რომ რუსმა ძალებმა ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გაშუქებას განაგრძნობს.

დღის ამბები