18 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
როგორი იქნება NATO-ს სამოქმედო გეგმა და ევროკავშირის პირველი ქმედითი ნაბიჯები - მსოფლიო დასავლეთის რეაგირებას ელოდება

როგორი იქნება NATO-ს სამოქმედო გეგმა და ევროკავშირის პირველი ქმედითი ნაბიჯები - მსოფლიო დასავლეთის რეაგირებას ელოდება.

უკვე ჩაინიშნა საგანგებო სხდომები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში, იკრიბება დიდი შვიდეულიც.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, გაუმართლებელია:

"ჩვენ მივიღებთ ყველა სახის აუცილებელ ზომას რომ პასუხი აგოს რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის. მოსკოვისთვის დადგება ეკონომიკური, ენეგერკეტიკული და პოლიტიკური შედეგები. ვგმობ რუსეთის აგრესიას. ესპანეთი დგას უკრაინის გვერდზე. მჭიდრო კონტაქტში ვართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სხვა მოკავშირეებთან. რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში არის გაუმართლებელი. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დაღვევა. რუსეთი იყენებს იარაღს და რაკეტებს ცეცხლის გახსნისთვის უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქების ასაღებად,"- აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
პედრო სანჩესი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ უნგრეთი მზადაა, მიიღოს და შეიფაროს ლტოლვილები უკრაინიდან:

"ჩვენს მოკავშირეებთან ერთად - ევროკავშირიდან და ნატოდან ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებდით რუსეთს, აერჩია დიპლომატია, თუმცა პუტინმა სხვა გზა აირჩია. უნგრეთი მზადაა, მიიღოს და შეიფაროს ლტოლვილები უკრაინიდან,"- აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. რამდენიმე საათში უნდა მიიღონ გადწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების პაკეტის შესახებ.

დღის ამბები