16 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
გადავსხამთ NATO-ს რეაგირების ძალებს მიწაზე, ზღვაში და დავიწყებთ საჰაერო ძალების გამოყენებას, რათა მზად ვიყოთ ყველაფრისთვის - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეწყვიტოს უაზრო ომი. მისივე თქმით, მსოფლიო ნამდვილად აგებინებს პასუხის რუსეთს ამ ყველაფრისთვის.

NATO-ს გენერალური მდივანი განმარტავს, რომ მათ რუსეთის მასობრივი მილიტარული თავდასხმის საპასუხოდ, უკვე გააძლიერეს თავდაცვის ხაზები:

"მე მოვიწვიე ჩვენი მოკავშირეები, NATO-ს წევრი ქვეყნები, რადგან ეს კრიზისი ყველას გვეხება. რუსეთმა ევროპაში, მშვიდობის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის. დაიღუპა არაერთი ადამიანი, იტანჯებიან ადამიანები და ნადგურდება ქალაქები. ჩვენი ფიქრები ამ ხალხთან არის. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ეს უაზრო ომი და დაადგეს დიპლომატიური მოლაპარაკების გზას. კრემლის სამიზნეები მხოლოდ უკრაინით არ შემოისაზღვრება, რუსეთმა ის სამართლებრივი შეთანხმებები მოითხოვა, რომლეიც ნატოს-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება. ჩვენ უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვართ - რუსეთი თავს ესხმის ევროპის უსაფრთხოებას. მსოფლიო ნამდვილად აგებინებს პასუხის რუსეთს ამ ყველაფრისთვის. რუსეთი არის აგრესორი, ბელარუსია კი ამ აგრესორის დამხმარე ძალა.

პუტინის გადაწყვეტილება, არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა. ნატო-ს მოკავშირეებმა და ევროკავშირმა უკვე შეიმუშავეს სანქციები, მზად უნდა ვიყოთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ამისთვის გადავიხადოთ საფასური.

რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინაში რუსეთს უფრო უსაფრთხოდ არ აქცევს. ეს არ გაზრდის რუსეთის პატივისცემას. რუსეთის მასობრივი მილიტარული თავდასხმის საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი თავდაცვის ხაზები. გუშინ, ნატო-ს მოკავშირეებმა გაააქტიურეს თავდაცვის გეგმა და შედეგად ჩვენ გადავსხამთ ნატო-ს რეაგირების ძალების ნაწილს, როგორც მიწაზე, ასევე ზღვაში და საჰაერო ძალების გამოყენებასაც დავიწყებთ, რათა მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. ჩვენ მზადყოფნაში მოვიყვანეთ 100-მდე ვერტმფრენი და 20-მდე ხომალდი. არ უნდა დარჩეს სივრცე გაუგებრობისთვის. გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოკავშირეების დასაცავად,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები