19 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
პოლონეთმა სახმელეთო გზით უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთმა სახმელეთო გზით უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ twitter-ზე დაწერა. 

სატვირთო მანქანებით დატვირთული მთელი ეს კოლონა დღეს გადაეცა უკრაინას. 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ფოტოც გამოაქვეყნა. 

"კოლონა საბრძოლო მასალებით, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, უკვე მეზობლებთან მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვართ სოლიდარულები და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას" - წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი. 

 

დღის ამბები