18 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
"იმედი გვაქვს, მოლაპარაკებებით შევძლებთ ომის შეჩერებას, მაგრამ ჩვენ არ ვენდობით ჩვენს მეზობელს" - ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. ადგილზე იმყოფება ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინას ახლა ფინანსური დახმარება და იარაღი სჭირდება.

"თუ კითხვას მისვამთ რა გვჭირდება, გიპასუხებთ, რომ გვჭირდება შეიარაღება. გუშინ და დღესაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მათ შორის გერმანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდონ იარაღი და უკრაინას მხარი დაუჭირონ ასეთი ფორმით. ასევე, ველით გადაწყვეტილებას საბჭოდან ფინანსური დახმარების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით შევძლებთ ომის შეჩერებას, მაგრამ ჩვენ არ ვენდობით ჩვენს მეზობელს,“ - ამბობს ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი.

ბრიუსელში უკვე დასრულდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრა, სადაც საუბარი შედგა ლტოლვილებზე. ბრიუსელში ამბობენ, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს უკრაინიდან ლტოლვილები და მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ ხალხს.

 

დღის ამბები