24 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
სანქციები თავისთავად არ არის პოლიტიკა, გვჭირდება პრობლემის გადაწყვეტა და გადაწყვეტილებები დიპლომატიიდან უნდა მოდიოდეს - ბორელი 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, ესპანურ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ პროგრესულია ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ შეჩერდეს შეიარაღებული აგრესია რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

ბორელის თქმით, მხოლოდ სანქციები გამოსავალი არ არის და საჭიროა საკითხის დიპლომატიით გადაწყვეტა.

"ომი თანდათან უფრო ძველმოდურ ტოტალურ ომად იქცევა, სისტემატური დაბომბვით. უკრაინის წინააღმდეგობა მოსალოდნელზე უფრო ძლიერია და ვფიქრობ, რომ ეს აღიზიანებს რუს სამხედროებს," - ამბობს ბორელი

ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები მალევე წავა წინ, თუმცა, ამჟამად - "რუსული მიდგომები მიუღებელია".

"ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა რუსმა ჯარისკაცმა და პატიმარმა არც ისე კარგად იცის, სად მიდიოდნენ მათი მეთაურები, დაწყებული სპეციალური დაზვერვის ოპერაციიდან,"- აცხადებს ჟზეფ ბორელი.

ბორელი დარწრმუნებულია, რომ ყველა ომი მოლაპარაკებით მთავრდება, და რაც უფრო მალე, უკეთესია.

"სანქციები აუცილებელია, მაგრამ სანქციები თავისთავად არ არის პოლიტიკა, სანქციები რეაქციაა. გვჭირდება პრობლემის გადაწყვეტა და გადაწყვეტილებები დიპლომატიიდან უნდა მოდიოდეს. პროგრესული საქმეა დაგმო, უარყოფა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეაჩეროს შეიარაღებული აგრესია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ," - ამბობს ის.

რაც შეეხება უკრაინაში იარაღის გაგზავნას, ბორელი განმარტავს, რომ აქამდე რამდენიმე ქვეყანა აგზავნიდა დახმარებას "საკუთარი ნების და რისკის გათვალისწინებით" და ის, რაც ახლა გაკეთდება, იქნება კოლექტიური გზავნილი, რომელიც პასუხობს თავად უკრაინელების საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

"უკრაინელები გვატყობინებენ თავიანთ საჭიროებებს და ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ, ვის შეუძლია წვლილის შეტანა და რისი გაკეთება შეუძლია რომელიმე ქვეყანას, დუბლირების თავიდან ასაცილებლად, თუ მათ სჭირდებათ 10,000 ჩაფხუტი, არ გავუგზავნოთ 20,000 და პირიქით, არის რაღაცები, რასაც არავინ აგზავნის. იმიტომ რომ არავის აქვს, ან არავის უფიქრია ამაზე. განახორციელებენ მიწოდებასა და რისი მიწოდებაც არ არის საკმარისი წევრი ქვეყნებიდან, ჩვენ ხელს შევუწყობთ და დავაფინანსებთ მას,"- აცხადებს ბორელი.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ ყველაფერი - "მათ სჭირდებათ საწვავი იმისთვის, რომ გადაადგილდნენ მანქანებში და თვითმფრინავებში, გადაიტანონ საბრძოლო მასალა და სამხედრო ძალებს სჭირდებათ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობები. გადასაცემი აღჭურვილობა უნდა დაფინანსდეს და დიდი ნაწილი უკვე უნდა არსებობდეს ევროპის სხვადასხვა არმიის საწყობებში. თუ დამზადებას დაველოდებით, დავაგვიანებთ,"- განაცხადა ბორელმა

დღის ამბები