24 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
ყველაფერს მხარს დავუჭერთ, რაც ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის ხელშემწყობი იქნება - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა"ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღებას გულისხმობს. 

ელისაშვილის თქმით, რაც ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის ხელშემწყობი იქნება, არა მხოლოდ ოპოზიცია, ბავშვმა და მოხუცმაც კი უნდა დაუჭიროს მხარი:

"ყველაფერს მხარს დავუჭერთ, რაც ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის ხელის შემწყობი იქნება. ამ ქვეყანაში მოღალატეებისა და რუსების აგენტების გარდა, ყველა ნორმალური ქართველი, ბავშვი, ზრდასრული თუ მოხუცი ყველაფრით უნდა დავეხმაროთ ამ პროცესს. ვინ გინდა ხელი მოაწეროს ღარიბაშვილმა თუ სხვამ, ოღონდ ეს პროცესი დაჩქარდეს.

ერთი მაგარი ამბავი არის ის, რომ  უკრაინა მისი გმირი პრეზიდენტის მეთაურობით, შეუვალი ციხესიმაგრესავით დგას და მეორე მაგარი ამბავი არის ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ირაკლი კობახიძეს მართალია არ შეუძლია "ნაციონალური მოძრაობა" არ ახსენოს, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან მაგარი რაღაც თქვა და ძალიან მაგარი რაღაც ხდება, ეს არის ის რომ ჩვენც უკრაინის მსგავსად, შესაძლოა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ. ეს ჩვენი ყველა წინაპრის ნაოცნებარია. ერთ-ერთი პირველი ევროპელები, სინამდვილეში ჩვენ ვართ ქართველები,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები