19 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
გავერთიანდეთ ხალხო, ესაა შესაძლებლობა, დავანებოთ თავი იწილო-ბიწილოს და ერთმანეთთან ჩხუბს - გიორგი ვაშაძე ევროინტეგრაციის პროცესზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, რომელიც ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებაზე ერთიანი მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსიროს მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა.

გიორგი ვაშაძე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო. ის ამბობს, რომ საქართველოსგან საომარ რიტორიკას არავინ ითხოვს.

"არავინ საომარ რიტორიკას არ ითხოვს, ვინც მოითხოვს მე ვიქნები მისი მტერი, მაგრამ როცა ვხედავ რომ არასწორი ნაბიჯებია როგორ გავჩერდე. ხომ არის ეს ნაბიჯი ახლა ამას მოვაყოლოთ რა გვაქვს გასაკეთებელი, იმათმა კი არ უნდა გვიკაკუნონ თავში სასამართლო ასეთი უნდა გააკეთოთო,  ჩვენ უნდა ვუთხრათ აჰა გავაკეთეთ ჩემო ძმაო და მომეცი ახლა ევროკავშირის წევრობა. ასე უნდა მუშაობა, პროაქტიური უნდა იყო და იმაზე არ უნდა იყო ისინი რას მოგთხოვენ. გავერთიანდეთ ხალხო, ესაა შესაძლებლობა საქართველოს ერთიანობის და ერთიანობით ძალიან ბევრი შესაძლებლობა ბევრი გამარჯვების მიღწევის უკრაინასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. დავანებოთ თავი იწილო-ბიწილოს და ერთმანეთთან ჩხუბს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ის ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს, რადგან ადგილზე ჩართულია როგორც საქართველოს მოქალაქეების ასევე უკრაინელების დახმარებაში. ასევე აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიებსაც.

გიორგი ვაშაძეს ეთერში კამუფლირებული მაისურით ყოფნის მიზეზიც ჰკითხა, პოლიტიკოსის თქმით, ეს სოლიდარობას გამოხატავს, თუმცა ამასთან ერთად  იძლევა საშუალებას, რომ გამშვებ პუნქტებზე დროულად გადაადგილდეს.

დღის ამბები