16 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
დღეს ყველიერის კვირის დასასრული უნდა აღგვენიშნა, ახლა ჩვენს ქალაქს ბომბავენ, ახლა ჩვენ უნდა გადავრჩეთ - ხარკოვის მერი

ხარკოვის მერის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და დამპყრობლები უკან, საზღვრისკენ დააბრუნეს. იგორ ტერეხოვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი ტანკი გაანადგურეს, ხოლო მეოთხე, რომელიც რუსმა სამხედროებმა მიატოვეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში გადავიდა. 

"დღეს ყველიერის კვირის დასასრული უნდა აღგვენიშნა, მაგრამ ეს ომამდე იყო. ახლა ჩვენს ქალაქს ბომბავენ, ახლა ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, აღვადგენთ საცხოვრებელ სახლებს. გპირდებით, ჩვენ გავუმკლავდებით, ჩვენ ხარკოვი ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ," - აცხადებს ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი.

დღის ამბები