20 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
რა კრიტერიუმით დაამატა რუსეთმა ქვეყნები ე.წ. შავ სიაში

რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ "არამეგობრული ქვეყნების" ახალი სია შეადგინა. ჩამონათვალში მოხვდა 17 ქვეყანა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში არ მოხვდნენ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ. მათ შორის საქართველო, თურქეთი, ისრაელი, მოლდოვა.

ახალ სიაში ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან, რაც სანქციების დაწესებით აიხსნება.

საქართველო კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სიაში, რომელიც ვლადიმერ პუტინის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანებით განისაზღვრა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს. 

დღის ამბები