20 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
უმსხვილესი ნავთობკომპანიები Shell და British Petroleum რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებენ

უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია "შელი" (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.  

რუსული პროექტებიდან "შელი" ეტაპობრივად გავა. პირველი ნაბიჯით კი, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის. ნავთობკომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. იმ დროს ამის გამო, "შელი" უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა.

"მიუხედავად იმისა, რომ შეძენა განხორციელდა მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეს არ იყო სწორი და ბოდიშს ვიხდით," – ნათქვამია განცხადებაში.  

რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმიც (British Petroleum). 

ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია "შელმა" რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. სააგენტო "ბლუმბერგის" ცნობით, "შელმა" ნავთობი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია Trafigura-სგან შეიძინა და ერთ ბარელში გასაყიდ საბაზრო ფასზე 28,50 დოლარით ნაკლები გადაიხადა.  




 

დღის ამბები