19 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
უკრაინის 6 ქალაქში ისევ სროლის და აფეთქებების ხმა ისმის - მარიუპოლში შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით მესამედ ჩაიშალა

უკრაინის 6 ქალაქში ისევ სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რუსული ტანკი სამოქალაქო ავტომობილს ცეცხლს უხსნის, არის მსხვერპლი, მანქანაში მყოფი ორივე პირი გარდაცვლილია.

მარიუპოლში შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით მესამედ ჩაიშალა. ქალაქში 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ევაკუაცია შეფერხდა სუმშიც, სადაც დაბომბვა მოხდა. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ბრძოლა ქალაქის გარეუბანში ახლაც გრძელდება. სუმიდან ევაკუირებულია 700-მდე ინდოელი სტუდენტი.

რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ირპინის კლინიკა და სამედიცინო ცენტრი. რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვების საშუალებას არ აძლევენ. მედიკამენტების ნაწილი და შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარება ოკუპანტებმა მიიტაცეს. არ არის მობილური კომუნიკაცია, ელექტროენერგია, წყალი. ოკუპანტები წითელ ჯვარს ირპენიდან ცხედრების გატანის უფლებას არ აძლევენ, ესვრიან ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს.

"ბრძოლა გრძელდება ოკუპანტების უკან დასახევად კიევის მისადგომებთან, სუმში, ჩერნოგოვაში, ხარკოვში, ნიკოლაევსა და ზაპოროჟიეში. აგრესორების სარაკეტო დარტყმებს არ წყვეტენ, ოკუპანტების შეტევის ტემპი შენელებულია. ფსოქოლოგიურად რუსი ჯარისკაცები მძიმედ არიან და ეს კარგია. ჩვენი სამხედროები მხნედ არიან, ბრძოლას განაგრძობენ, მუშაობს სამხედრო ტექნიკაც," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი  მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთი მოგონილი საბაბით,  უკრაინაში ტერორისტულ ქმედებებს ჩადის.

"რუსეთი ცდილობს თავის სიურეალისტური იდეები გაამართლოს, ისინი აცხადებენ, რომ ებრძვიან ნაცისტურ და ნეონაცისტურ ბატალიონებს უკრაინაში. აგრძელებენ ტერორისტულ და აგრესიულ ქმედებებს. არსებობს თანამედროვე ცივილიზაცია, რომელშიც შედის უკრაინა. უკრაინა არის ქვეყანა, სადაც დომინირებს თავისუფლება, კონკურენცია და ჰუმანიზმი. ამის გარდა არსებობს რუსი მაღალჩინოსნების "სამყარო", რომელშიც ისინი კლავენ სხვა ქვეყნების მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ისინი ჯერ კიდევ ებრძვიან მოჩვენებით ნაციზმს," - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკიმ.

 

დღის ამბები