20 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
უპრეცედენტო მოვლენა - გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას, ამ წუთებში სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს.

ეს უპრეცედენტო მოვლენაა. პირველად ისტორიაში "ვესტ მინსტერში" სიტყვით გამოდის უცხო ქვეყნის პრეზიდენტი.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა თავად მოითხოვა, რაც უყოყმანოდ დაუკმაყოფილა თემთა პალატის სპიკერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე აუცილებლად უნდა დაიხუროს და აკრძალულ ზონად გამოცხადდეს. მისი თქმით, რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად უნდა გამოცხადდეს.

"13 დღეა ვიბრძვით. პირველ დღეს, თავდასხმებისგან გაიღვიძა ყველამ – მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ არ გვიძინია. ყველა ჩვენგანი იბრძვის ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

მეორე დღეს, ვიგერიებდით საჰაერო თავდასხმებს. ჩვენი გმირი ჯარისკაცები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, როდესაც რუსულმა ძალებმა დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრძოლა გაგრძელდა.

მესამე დღეს საარტილერიო თავდასხმები დაიწყო. არმია მედეგად დახვდა და გამკლავება შევძელით.

მეოთხე დღეს ტყვეების აყვანა შევძელით, თუმცა ისინი არ გვიწამებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანობა.

მეხუთე დღეს გამუდმებული დაბომბვები დაიწყო ბავშვების, ქალაქების და მაგრამ ამან ჩვენ ვერ გაგვტეხა, ამ მომენტში ვიგრძენით, რომ ძალიან ძლიერები ვიყავით.

მეექვსე დღეს რუსული რაკეტები აქტიურად ვარდებოდა იმ ადგილას სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი ადამიანი დახოცეს. რუსეთმა გააცოცხლა ეს იარები. მათ ეკლესიებიც კი დაბომბეს.

მერვე დღეს ჩვენ ვიხილეთ რუსული ტანკები, რომლებმაც იერიში მიიტანეს ატომურ სადგურზე, ესაა თავდასხმა არა მარტო უკრაინაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.

მეცხრე დღეს ნატოში გაიმართა შეხვედრა, რომელიც არ დასრულდა სასურველი შედეგით. ჩვენ ვიგრძენით, რომ სამწუხარო ალიანსი ყოველთვის არ მოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს და უკრაინის ცა არ დაიკეტა.

მეათე დღეს უკრაინამ გაპროტესტება დაიწყო. ჩვენ ვაჩერებთ ჯავშანტექნიკას შიშველი ხელებით.

მეთერთმეტე დღეს ბავშვები, საავადმყოფოები და ქალაქები რაკეტებით დაიბომბა. ამ დღეს ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ უკრაინელები გმირები არიან, არამხოლოდ ზრდასრულები არამედ ბავშვებიც.

მეთორმეტე დღეს  რუსეთის არმიის დანაკარგმა 10 000-ს გადააჭარბა. მათ შორის გენერალი. ამან იმედი ჩასახა ჩვენში, რომ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

მეცამეტე დღეს მარიუპოლში დაიწყო დაბომბვა. ისინი ბლოკავენ საკვებს, წყალს და ხალხი პანიკაშია. დეჰიდრაციით დაიღუპა ბავშვი. ამ 13 დღის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ეს არიან ის ბავშვები, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელი იყო.

უკრაინა არის ძალიან ძლიერი. უკრაინა გაიზარდა და გაძლიერდა ამ 13 დღის განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის.

ბორის თქვენი განსაკუთრებით მადლიერი ვარ.

გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რაც თქვენ ძალაშია,"– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები