24 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით აშშ გახდება მსოფლიო ლიდერი, ეს არის ის მიზანი, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მნიშვნელოვანია აშშ-მა ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს. მისი განცხადებით, აშშ ენერგიის წარმოების კუთხით მსოფლიოში ლიდერი გახდება.

"ნავთობის წარმოება ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა. წარმოების მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს. ეს კრიზისი კი გვახსენებს იმას, რომ ენერგოდამოუკიდებლები უნდა ვიყოთ, ფასებმა უნდა დაიწიოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ, ასევე ფოკუსირდნენ უფრო მეტად სუფთა ენერგიის გამოყენებაზე. თუ ასე მოვიქცევით, მათ არ მოუწევთ ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ფასზე ღელვა.

შესაბამისად, სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატები გახდება მსოფლიო ლიდერი. ეს არის ის მიზანი, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. უკრაინამ შთააგონა თავისი სიმამაცით მთელი მსოფლიო. ისინი ძალიან პატრიოტები არიან. პუტინის ომს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები