20 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
ასოცირებული ტრიოს მოთხოვნაზე მსჯელობა ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა - რა დასკვნას მოამზადებს ევროკომისია და როგორია მოლოდინები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ევროკომისია განიხილავს. ევროპის ქვეყნების 27 მუდმივი წარმომადგენელი შეთანხმდა მოიწვიონ ევროკომისია, რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილ თითოეულ განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინოს.

რეზულტატი გარანტირებული არ არის, მაგრამ უკვე ფაქტი, რომ ევროკავშირის მწვანე შუქს უნთებს პროცესს და გადადგმული პირველი ნაბიჯი სამივე ქვეყნისთვის უკვე მიშვნელოვანია.

ახლა ევროკომისიამ უნდა შეაფასოს სამი ქვეყნის განაცხადის საფუძველი და ის, თუ რამდენად არიან ეს ქვეყნები მზად. თუმცა ეს დროს მოითხოვს, რადგან კომისიას შესასწავლი აქვს მთელი რიგი ჩატარებული რეფორმები და ევროკავშირთან შესაბამისობაში მყოფი კანონები.

გასავლელ გზამდე რომ დემოკრატიულ რეფორმებზე აქტიური და ერთობლივი მუშაობის დაწყებაა საჭირო, ამაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია. საუბრობენ იმაზეც, რომ პარალელურად მნიშვნელოვანია ასოცირებულ კოლეგა ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან აქტიური კომუნიკაცია.

პოლიტიკურ ერთიანობაზე მიუთითებენ ოპონენტებს მმართველი პარტიის წევრები. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით საქართველო რიგ მიმართულებებში მოწინავე პოზიციაზეა.

დღის ამბები