25 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
გვეგონა, ომი ევროპაში ისტორიის ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ კვირებში ვიხილეთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთმა ომი დააბრუნა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ერთიანი კოორდინაციით ცდილობენ, რომ უკრაინას დახმარება გაუწიონ.

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ვერსალის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გვეგონა, რომ ომი ევროპაში ისტორიის ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ კვირებში ჩვენ ვიხილეთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში. ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობით და პასუხისმგებლობის სულისკვეთებით. ყველამ, 27-მა ქვეყანამ კოორდინაცია მოვახდინეთ ყველა ჩვენს პარტნიორთან და დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის იზოლაცია.

უკვე 2 კვირაა უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის. ევროპელებს გააჩნიათ ნათელი პოზიცია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას ყველა საერთაშორისო დონეზე და თქვენ ხედავდით ამის შედეგებს, რომელიც მიიღო გენერალურმა ანსაბლეამ და უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე გულისხმობს იარაღის მიწოდებას. 500 მილიონი ევროს გამოყოფაზეც შევთანხმდით. ნეიტრალურმა ქვეყნებმა, როგორიც არის ერთ-ერთი შვედეთი, გადაწყვიტა აქტიური როლი ეთამაშა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკურ დახმარებას. 2 მილიონ დევნილს იღებს ევროპა - რუმინეთი, მოლდოვა, უნგრეთი და ჩვენი მეგობრები ითამაშებენ საკუთარ როლს ამაში. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება სოლიდარობის მექანიზმები," - განაცხადა მაკრონმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები