19 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
თუ ყველას გაანადგურებენ, მაშინ შემოვლენ კიევში - ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ კიევის აღების შესაძლებლობაზე

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარი კიევში შესვლას მხოლოდ მათი განადგურების შემდეგ შეძლებს.  ეს იყო პასუხი კითხვაზე, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაისვა, თუ რამდენადაა შესაძლებელი რუსულმა საოკუპაციო ძალამ უკრაინის დედაქალაქში შეაღწიოს.

"თუ იქნება ასი ათასობით ადამიანი და ათი ათასობით სამხედრო, რომელთა მობილიზაციასაც რუსეთი ახლა ახდენს და და ისინი ყველანი მოვლენ ასობით და ათასობით ტანკით - მაშინ ისინი შემოვლენ კიევში. ჩვენ ეს გვესმის. თუ ისინი განახორციელებენ ხალიჩისებრ დაბომბვას და უბრალოდ გადაწყვეტენ წაშალონ ამ რეგიონის ისტორიული მეხსიერება, კიევის რუსეთის ისტორია, ევროპის ისტორია - მაშინ შემოვლენ კიევში. თუ ყველა ჩვენგანს გაანადგურებენ - მაშინ შემოვლენ  კიევში. თუ მიზანი ესაა, მაშინ დაე შემოვიდნენ," - განაცხადა მან. ამასთან უკრაინელების ლიდერის თქმით, ამ შემთხვევაში რუსებს მათ გარეშე მოუწევთ ცხოვრება, რადგან უკრაინელებში ისინი მეგობრებს ვერ იპოვიან. 

დღის ამბები