25 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირმა შესაძლოა, სამჯერ მეტი გადაიხადოს ნავთობზე, გაზზე და ელექტროენერგიაზე - რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ნიკოლაი კობრინეცის განაცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირს ენერგორესურსებზე ფასების ზრდა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

"ევროკავშირმა შესაძლოა სამჯერ მეტი გადაიხადოს ნავთობზე, გაზზე და ელექტროენერგიაზე. მე მჯერა, რომ ევროკავშირი ამით სარგებელს არ მიიღებს - ჩვენ გვაქვს უფრო მტკიცე მარაგი და უფრო ძლიერი ნერვები," - აღნიშნა კობრინეცმა.

დღის ამბები