25 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
თუ რუსეთი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს თამაშის წესებს შეცვლის - ანდჟეი დუდა

რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ომში თამაშის წესებს შეცვლის - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა BBC-სთან გააკეთა. ანდჟეი დუდას თქმით, პუტინს შეუძლია ყველაფერი გამოიყენოს ახლა, როცა ასეთ რთულ სიტუაციაშია.

"ეს არის ის, რაც მსოფლიოს არ უნახავს ამ მასშტაბის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, ვფიქრობ, პუტინს ახლა ყველაფრის გამოყენება შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკურად, მან უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით, ის ვერ იგებს ამას. რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს თამაშის წესებს შეცვლის. რა თქმა უნდა, NATO უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად სერიოზულად უნდა იფიქრონ, თუ რა უნდა გააკეთონ, რადგან შემდეგ ეს სახიფათო გახდება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის,"-აცხადებს დუდა.

 
დღის ამბები