16 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
"რუსეთმა ათასობით მძიმე ტექნიკა დაკარგა, გაცილებით მეტი, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში" - ზელენსკი​

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა, ომის 18 დღის განმავლობაში 13 ათასამდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს და ეს არის რუსეთის უდიდესი დანაკარგი, იმაზე მეტი, ვიდრე მას ჰქონდა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"რუსეთმა ათასობით მძიმე ტექნიკა დაკარგა, გაცილებით მეტი ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან 18 დღე გავიდა, ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ გავანადგურეთ 13000 ჯარისკაცი, ჩამოვაგდეთ 47 მოიერიშე და 86-მდე ვერტმფრენი.

უკრაინა არ დანებდება, ხალხი არ დანებდება. ჰუმანიტარული კორიდორებით 125 000-ზე მეტი ადამიანი გავიყვანეთ. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის მარიუპოლი, ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გზაშია, საუბარია 100 ტონა ტვირთზე, რომელიც მარიუპოლიდან 70 კილომეტრშია,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები