24 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ზელენსკიმ ომში დაჭრილი ჯარისკაცები საავადმყოფოში პირადად მოინახულა და მათ მედლები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი მეომრები საავადმყოფოში მოინახულა და დააჯილდოვა ისინი. პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა საავადმყოფოს თანამშრომლებსაც.

"მალე გამოჯანმრთელდით. საავადმყოფოში თქვენი გამოსვლის დროისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!," - წერს ზელენსკი პირად Facebook გვერდზე. 

ჯარისკაცებმა პრეზიდენტთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს. 

აღნიშნულ ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება უკრაინის პრეზიდენტი ქუჩაში თანმხლებ პირებთან ერთად. 

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ომში ამ დრომდე  1300-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რაც შეეხება რუსეთს,  12 ათასს გადააჭარბა დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა.

დღის ამბები