20 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
ტიმატი გაკოტრდა - რუსეთში ცნობილი რეპერი და პროდიუსერი ხალხს სამსახურიდან ათავისუფლებს

რუსეთში ცნობილი რეპერის, პროდიუსერისა და ბიზნესმენის ტიმატის კომპანია Black Star, სავარაუდოდ, გაკოტრდა - როგორც უკრაინული მედია წერს, კომპანიიდან თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ. 

კომპანიაში 1200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მასობრივი შემცირებების მიზეზად ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

ტიმატი არასოდეს მალავდა პირად სიმპათიებს რუსეთის ხელისუფლების და კონკრეტულად - ვლადიმირ პუტინის მიმართ. სიმღერა, რომელიც მან რეპერ საშა ჩესტთან ერთად შეასრულა, სახელწოდებით "ჩემი საუკეთესო მეგობარი", რუსეთში ჰიტად იქცა. სიმღერის ტექსტში მეორდება ფრაზა "ჩემი საუკეთესო მეგობარი პრეზიდენტი პუტინია".

ამავე თემაზე
დღის ამბები