25 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
რუსეთი უკრაინული ქალაქების ადგილობრივი ხელმძღვანელების გატაცებაზეა გადასული - რა ვითარებაში გაიტაცეს მილიტოპოლის მერი

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა ფიოდოროვს თავზე შავი ჩანთა ჩამოაფარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მერის გატაცებას და მელიტოპოლში რუსი ოკუპანტების შესვლას ადგილობრივები პროტესტით შეხვდნენ. მაღალი რისკის მიუხედავად, ქუჩაში ასეულობით ადამიანი გამოვიდა, თუმცა ადგილობრივ ჩინოვნიკებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი ქალაქის დაცვას მტერთან გარიგება არჩია.

ივან ფიოდოროვის გატაცებისა და მელიტოპოლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა ქალაქის მერად ადგილობრივი საბჭოს პრორუსი წარმომადგენელი, გალინა დანილჩენკო დანიშნა. მან ქალაქის მერად თავი თვითნებურად გამოაცხადა, მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაც ჩაწერა და ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა აღადგინა.

გალინა დანილჩენკოს წინააღმდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. მელიტოპოლის თვითგამოცხადებულ მერს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. ოფიციალური კიევი ოკუპანტების მიერ ივან ფიოდორვის გატაცებას და მის თანამდებობაზე პრორუსი ჩინოვნიკის დანიშვნას, სახელმწიფო ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს.

სანამ მელიტოპოლის მერი სამხედრო დამნაშავეების ხელშია, უკრაინის პრეზიდენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზელენსკი ევროპელ ლიდერებს სთხოვს ივან ფიოდოროვის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი პირადად ვლადიმერ პუტინთან დააყენონ.

ბოლო ინფორმაციით, ივან ფიოდოროვთან ერთად ოკუპანტების ტყვეობაში რჩება მელიტოპოლის საკრებულოს თავმჯდომარე და საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორიც. უკრაინული მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ დნეპ­რო­რუ­დ­ნის მე­რისევ­გე­ნი მატ­ვე­ე­ვის გატაცების შესახებაც. რუსული ტანკები საბჭოთა დროშებით შედიან იქ, სადაც კრემლი, ნებისმიერ ფასად, სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს.

დღის ამბები