25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
უნდა მოემზადო, რომ ნაზი ილონადან ბრუტალურ ილონად იქცე - რამზან კადიროვი ილონ მასკს პუტინთან ორთაბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩეჩნეთში ეპატიჟება

რამზან კადიროვი ილონ მასკს პუტინთან ორთაბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩეჩნეთში ეპატიჟება. ჩეჩნეთის ლიდერმა მიმართვა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

"ილონ, არ გირჩევ პუტინთან კონკურენციას, განსხვავებული წონითი კატეგორიები ხართ. როგორ წარმოგიდგენია, შენ წითელ კუთხეში - ბიზნესმენი და "ტვიტერის" ბლოგერი, პუტინი კი ლურჯ კუთხეში - მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთის და აშშ-ის ჭექა-ქუხილი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი არასპორტული გამოჩნდება სუსტი მოწინააღმდეგის ცემისას. 

ამიტომ, უნდა მოემზადო, რომ ნაზი ილონადან ბრუტალურ ილონად იქცე. გთავაზობ გაიარო მომზადება ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში:

- სპეცრაზმის რუსული უნივერსიტეტი - აქ შენ გაივლი საცეცხლე მომზადებას. შენი მასწავლებლები კი სპეცდანიშნულების რაზმებს შორის მსოფლიო ჩემპიონები იქნებიან, რომლებმაც 2015 წელს აშშ-ის სპეცრაზმელები ერთი ხელის მოსმით დაამარცხეს. 

- მებრძოლთა კლუბი "ახმატი" - აქ შენ დარტყმასთან გამკლავებას გასწავლიან, რაც ნებისმიერ ჩხუბში გამოგადგება, ხოლო აბუზაიდ ვისმურადოვის ხელმძღვანელობით არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც შეიძენ რკინის ნერვებს. 

- ჩეჩნეთის ეროვნული ტელე-რადიო კომპანია "გროზნი"- აქ მოგიყვებიან თქვენი ამერიკული შავი პიარის მეთოდებზე და გასწავლიან სოციალურ ქსელებში ანგარიშების მართვას. 

ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდები ილონა, უფრო სწორად - ილონ," - წერს რამზან კადიროვი. 

დღეს ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ვლადიმირ პუტინი ორთაბრძოლაში გამოიწვია - "ტვიტერზე" მან პირობაც დაწერა, გამარჯვებულმა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები