18 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
რუსეთის ფედერაციამ დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება 

ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები.

აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს საერთაშორისო სასამართლო საგანგებო განცხადებაში ავრცელებს.

ჰააგის სასამართლომ დაადგინა: რუსეთის ფედერაციამ დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება.

"გარდიანის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსმა და ჩინელმა მოსამართლეებმა მისცეს.

დღის ამბები