25 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
დაარღვია თუ არა კონსტიტუციის გარანტმა კონსტიტუცია - სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტი ქართული პოლიტიკური სპექტრის განხილვის თემაა

იყო თუ არა პრეზიდენტის ევროპული ვიზიტები კონსტიტუციასთან შეუსაბამო. ვიდრე საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, უკვე 3 დღეა ქართული პოლიტიკური სპექტრი პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის ქმედებას არაკონსტიტუციურს უწოდებენ. ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა კი, მათი თქმით, პრეზიდენტმა თავად აღიარა.

სახელისუფლებო გუნდის დეპუტატებს მთავარ არგუმენტად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადება მოჰყავთ. პარლამენტარებს აინტერესებთ, თუ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები მხოლოდ პირადი ხასიათის იყო, რატომ უნდოდა მას ვიზიტების შესახებ ანგარიშის ჩაბარება.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებულ პროცესს, მისი დასჯის მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსები პრეზიდენტის მოქმედებას კონსტიტუციური ნორმის დარღვევად არ აღიქვამენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა სახელისუფლებო შტოებს შორის არსებულ დაპირისპირებას ადასტურებს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში ვიზიტით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იმყოფებოდა. დაარღვია თუ არა კონსტიტუციის გარანტმა ქვეყნის მთავარი კანონი ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს.

დღის ამბები