25 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
"პუტინი ებრძვის თავისუფლებასა და ადამიანობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგიკული ომი დავასრულოთ" - აშშ-ის მორიგი დახმარება უკრაინას 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, "თეთრ სახლში" გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე ისაუბრა და ყველა ის პაკეტი ჩამოთვალა, რითაც ამერიკა უკრაინასა და მის ხალხს დაეხმარება. 

მათ შორის არის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა და ფულადი დახმარება:

"უკრაინელმა ხალმა აჩვენა ის სიმამაცე, რამაც მთელი მსოფლიო შთააგონა. პუტინი ძალიან მძიმედ იქცევა და მან ძალიან დიდი ტრაგედია დაატეხა თავს უკრაინას. ეს ტრაგედიაა მსოფლიოსთვის. პუტინი ამ ყველაფრის საფასურს გადაიხდის. ჩვენ ვაწესებთ სანქციებს და ვანადგურებთ პუტინის ეკონომიკას. ეს სანქციები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დამძიმდება.

მთელი მსოფლიო იბრძვის თავისუფლებისთვის. უკრაინელი ხალხი აღარასოდეს იქნება პუტინის მსხვერპლი. ამერიკელი ხალხი პასუხობს ზელენსკის - მეტი დახმარება, მეტი იარაღი იმისათვის, რომ ებრძოლონ რუსეთის აგრესიას. ჩვენ უკრაინის დახმარება მანამდე დავიწყეთ, სანამ ომი დაიწყებოდა. წვრთნების მიმართულებით ვეხმარებოდით უკრაინელ ჯარისკაცებს. ჩვენ ვამარაგებთ უკრაინას ცერცხლსასროლი იარაღებით, ტყვიამფრქვევებით და ა.შ. 

როდესაც დაიწყო ეს გაუმართლებელი შეჭრა, გავაგრძელეთ უკრაინის მხარდაჭერა და 350 მილიონი დოლარი გამოვყავით მათთვის. დამატებით კი, 200 მილიონი დოლარი გამოვყავით უკრაინისთვის - იარაღი და ტყვია-წამალი უკრაინისკენ მიემართება. ვააქტიურებთ დამატებით უსაფრთხოების სისტემებს. გამოვყავით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დაფინანსება, ეს პირდაპირი დახმარებაა სამხედრო აღჭურვილობით. 

ახალი პაკეტი გახლავთ უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის. მივაწოდეთ საზენიტო სარაკეტო საშუალებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე დავეხმარებით უკრაინას, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იყოს. 

უკრაინის პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ჩვენ მივაწოდეთ დამატებით საჰაერო სივრცეები, საზენიტო დანადგარები და 9 000 შვეულმფრენი - ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა. უკრაინას საარტილერიო დანადგარებითაც ვამარაგებთ, რომლეიც 20 მილიონი ერთეულია, მათ შორის დრონები, რაც უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დაცვას და მომარაგებას სამხედრო აღჭურვილობით. ვაპირებთ დამატებით გავაგზავნოთ სამხედრო აღჭურვილობა. აშშ-ის მოსახლეობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, დავეხმარებით ასევე ლტოლვილებს.

300 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ უკვე უკრაინაში. ათასობით ტონა საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვადასხვა ნივთები. უკრაინის ეკონომიკას ჩვენ ფინანსური პაკეტებით დავეხმარებით. გავაგრძელებთ ზეწოლას პუტინზე და მის პარტნიორებზე. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტრაგიკული ომი დავასრულოთ, პუტინი ებრძვის თავისუფლებასა და ადამიანობას. ამერიკა მშვიდობისა და თავისუფლების გვერდით დგას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და ღმერთმა დაიცვას უკრაინა,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

დღის ამბები