25 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
"ჩვენ ჩვენიანებს არ ვტოვებთ" - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულ მელიტოპოლის მერს ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა

ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა აგრესორებმა 11 მარტს გაიტაცეს, დღეს უკრაინული მხარის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა. ივან ფიოდოროვს უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გათავისუფლება მიულოცა.

პრეზიდენტთან საუბრისას ივან ფიოდოროვმა ძალების აღსადგენად 2 დღე ითხოვა, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი იყო, რომ მისნაირ ახალგაზრდა და მამაც ადამიანს ამდენი ხანი არ სჭირდება და მას სამსახურში უკვე ერთ დღეში ელოდებიან.

ფიოდოროვმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ის ამ რთულ სიტუაციაში არ მიატოვეს და ტყვეობიდან დაიხსნეს, რაზეც ზელენსკის პასუხი იყო "ჩვენ ჩვენიანებს არ ვტოვებთ".

ფიოდოროვის თქმით, ის მალე ჩაერთვება ბრძოლაში, რომელიც უკრაინას გამარჯვებამდე მიიყვანს და მის ქალაქზე კვლავ უკრაინის დროშა აღიმართება, რომელიც ოკუპანტებმა მისი ტყვეობის დროს ჩამოაგდეს.

დღის ამბები