25 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
ომის 27-ე დღეა, გმირობის 27- ე დღე, დღეს ყველაფერი გაცხადდა, თუ ვინ ვინ არის, ვინ დგას ჩვენ გვერდით და ვინ არა - მიხაილო პოდოლიაკი

რუსმა ოკუპანტებმა მაღაზიაში პროდუქტებისთვის მისულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები. რაოდენობა ზუსტდება, ამავე ქალაქში დაიბომბა ბავშვთა საავადმყოფო. მაშველებმა 22 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ლვოვში დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყო განგაშის სიგნალი, თუმცა, ამის მიუხედავად, თავდასხმები არ განხორციელებულა. რუსეთი აქტიურად იყენებს ყველას შესაძლებლობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას.

მშვიდობიანი მოსახლეობის პასუხი კი პროტესტის და ერთიანობის დემონსტრირება, ამის ნათელი მაგალითი არის ხერსონი - ქალაქი, რომელშიც საპროტესტო აქციები ყოველ დღე იმართება.

დღეს ქალაქ უჟჰოროდში სადაზვერვო სამსახურებმა და სპეციალურმა დანაყოფებმა დააკავეს 25 კაციანი დივერსანტების და დაზვერვის სამსახურების ჯგუფი, რომელსაც ФСБ აგენტი მეთაურობდა. გავრცელდა ინფორმაცია ამ დაჯგუფების გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ზელენსკის ლიკვიდაციაც. გარდა ამისა ამ ჯგუფის ჩასვლა იგეგმებოდა კიევში და სხვადასხვა ხასიათის დივერსიული ქმედებების განხორციელება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა 27-ე დღეა იბრძვის ბარბაროსობის, არაადამიანურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.

"ომის 27-ე დღეა. 27- ე დღეა გმირობის, დღეს ყველაფერი გაცხადდა თუ ვინ ვინ არის . ვინ დგას ჩვენს გვერდით და ვინ არა . ომი ნამდვილად არ არის ტერიტორიის, ვაჭრობის ან ნავთობის ემბარგოს გამო. უკრაინა 27-ე დღეა იბრძვის თავისუფლებისთვის, ბარბაროსობის, არაადამიანურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ. ყველაფრის წინააღმდეგ, რაც "რუსულ სამყაროს" განასახიერებს. სიმტკიცე ჩვენს გმირებს და ქალაქებს,"-აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთის ულტიმატუმების მიუხედავად, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გრძელდება ბრძოლა, გრძელდება წინააღმდეგობა და ამბობენ იმასაც, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, რითაც ინტენსიურ შეტევებს განახორციელებს.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ მხოლოდ 3 დღის მარაგი აქვს დარჩენილი როგორც საკვების ისე საბრძოლო მომარაგების თვალსაზრისით.

დღის ამბები