20 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
არესტოვიჩი ასახელებს ვადას, როდესაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს

აქტიური საომარი მოქმედებები არაუგვიანეს 2-3 კვირაში  შეწყდება - ასეთ პროგნოზს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი.  უკრაინული მედიის ცნობით, არესტოვიჩმა უკრაინაში რუსეთის არმიის აგრესია "ზომბების შეჭრას“ შეადარა და აღნიშნა, რომ ისინი მალე თავის თავს ამოწურავენ.

"ისინი წინ მოიწევენ, ვიდრე არ დასრულდებიან და დასრულდებიან ძალიან მალე. ორ-სამ კვირას ვიძლევი აქტიური საომარი მოქმედებებზე, რადგან მერე უბრალოდ აღარაფერი იქნება... მათი პრობლემები თოვლის გუნდასავით იზრდება და როდის მოვა მოქმედებაში, ამას ვნახავთ. მე როცა ვამბობ 3 კვირას, ეს ოპტიმისტური პროგნოზია მათთვის. ესეც იმ შემთხვევაში თუ შეინარჩუნებენ მართვას და ზურგის რეზერვებით შევსებას,"- განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. დაიბომბა უკრაინის თითქმის ყველა დიდი ქალაქი. მათ ნაწილში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დიდი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსეთის აგრესია დაგმო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ და კრემლს ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები