07 თებერვალი 2023,   10:18
ვრცლად
ნატოში ამბობენ, რომ 1 თვეში უკრაინაში 15 ათასამდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ნატოს მაღალჩინოსანმა AP News-სთან განაცხადა, რომ უკრაინაში, ბოლო 1 თვის განმავლობაში, 7000-დან 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. მისივე თქმით, რუსი გარდაცვლილებისა და დაჭრილების საერთო რაოდენობა 30 000-დან 40 000-მდეა. 

რუსეთს ომის მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2 მარტის შემდეგ არ გაუვრცელებია, მაშინ თქვეს, რომ 500 რუსი ჯარისკაცი იყო გარდაცვლილი. 

კონტექსტისთვის, ავღანეთში, 10-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, რუსეთმა 15 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. 

მსხვერპლის შესახებ ბუნდოვანია უკრაინის ინფორმაციაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 კვირის წინ განაცხადა, რომ ომს 1300 უკრაინელი ჯარისკაცი შეეწირა. 

დღის ამბები