19 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
"საქართველო, უკრაინის შემდეგ, რუსეთის მხრიდან არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა" - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინის შემდეგ, რუსეთისთვის ნომერ პირველი სამიზნეა. მისივე თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით, უაღრესად ფრთხილად უნდა ვიყოთ:

"საქართველო, უკრაინის შემდეგ, რუსეთის მხრიდან არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა. ჩვენ ვართ ნომერ პირველი სამიზნე, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, რომ ამ სამიზნედ რეალურად ვიქცეთ და შიძლება მერე ამ სიტუაციაში პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

 

 

დღის ამბები