19 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
ომის 32-ე დღე - რუსეთმა უკრაინაში აკრძალული იარაღი კიდევ ერთხელ გამოიყენა

ომის 32-ე დღე. რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთხელ გამოიყენა აკრძალული იარაღი, სარაკეტო სისტემა "ბურატინო",  ე.წ. ვაკუუმის რაკეტა ხარკოვში ჩამოაგდეს. კიდევ ერთხელ გახსნეს ცეცხლი ჰუმანიტარული მისიის მიმართულებით. დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. გრძელდება შეტევა დედაქალაქზე, კიევის ოლქში დაიბომბა სოფელი მაკაროვი, რომლის მახლობლად არ არის არც ერთი სამხედრო ობიექტი.

ისევ ხანძარია ლვოვში, აქ საოკუპაციო ძალებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს, მის ჩაქრობას 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე ცდილობს. 

საფრთხე რომ სერიოზულია, ამაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც საუბრობენ. 
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში მტრის 7 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს 8 ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა და ერთი ნაღმტყორცნი, აიყვანეს 30-მდე ტყვე. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ყურადღებას ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზეც ამახვილებს.

დივერსიული ჯგუფების გამოვლენის და მათი ქსელების განადგურების კუთხითაც შემთხვევათა მატება ფიქსირდება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღკვეთილია საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების არაერთი ფაქტი. 

ლოიალურად ოკუპანტის წინააღმდეგ არ არიან განწყობილნი ხერსონსა და კახოვკაში. საპროტესტო აქციაზე მოსახლეობა დღესაც შეიკრიბა. აპროტესტებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. სამწუხაროდ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ოკუპანტებმა ძალა დღესაც გამოიყენეს. კერძოდ, ხმოვანი ყუმბარები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც კი. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

დღის ამბები