20 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
უკრაინას სოლიდარობა ოსკარების დაჯილდოვებაზეც გამოუცხადეს

რუსეთის ომი უკრაინაში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 94-ე დაჯილდოვებაზე უკრაინის სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოხატეს. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "როდესაც კინო კონფლიქტების დროს ადამიანურობის გამოვლინების კარგი საშუალებაა, მილიონობით უკრაინულ ოჯახს სჭირდება საჭმელი, სამედიცინო დახმარება, სუფთა წყალი და რესურსები. ჩვენ, როგორც გლობალური საზოგადოების წევრებს მეტი შეგვიძლია. გთხოვთ, რითაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ უკრაინას".

სიტყვით გამოსვლისას უკრაინელებზე ისაუბრა წარმოშობით უკრაინელმა მსახიობმა მილა კუნისმაც.

დღის ამბები