19 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ კვლევას აქვეყნებს

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა თებერვალში 14.6 პროცენტით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა ასახულია თითქმის ყველა სექტორში. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 16.3 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკურ გუნდში საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებლები 2022 წლის საშუალო შედეგებისთვის. ვიცე-პრემიერი ადგილობრივი რესურსის მაქსიმალურ გამოყენებაზეც აკეთებს აქცენტს. ფინანსთა სამინისტროსთვის, მთავარი ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესია.

ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო პანდემიამდე პერიოდის პოზიციას იბრუნებს.

პარალელურად, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით მყარდება. 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 8 თეთრი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით გუშინდელთან შედარებით 2 თეთრი შეადგინა. თუმცა სავალუტო ჯიხურების უმრავლესობაში ღირებულება კიდევ უფრო დაბალია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3,42 თეთრია.

ექსპერტები უახლოეს მომავალში, ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გამყარებას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები