20 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX-ის დელეგაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრები გამართა

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX-ის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრები გამართა. ყურადღება გამახვილდა იმ წარმატებებზე, რომლებიც საქართველომ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში მოიპოვა. დელეგაცია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფება და უკვე გაიმართა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ოფიციალური მონაცემებით, FTX-iს დამფუძნებელი კრიპტოსფეროში უმდიდრესი ადამიანია - მისი ქონება 22.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

"ძალიან პროდუქტიული დღე გვქონდა. შევხვდით რამდენიმე სტარტაპს, ბლოკჩეინის სფეროში მომუშავე კომპანიების ჩათვლით. ასევე, პირისპირ პირველად შევხვდით რამდენიმე პარტნიორ კომპანიას, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ, მაგრამ ფიზიკურად არ შევხვედრივართ. შესაბამისად, სასიამოვნო იყო მათი გაცნობა პირისპირ. საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე. გლობალურად კრიპტოვალუტის გარშემო იქმნება მთელი თანამეგობრობა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ამით სხვადასხვა მონაწილისთვის იქმნება თანაბარი პირობები. ქართული კომპანიები ხარისხით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მომუშავე კომპანიებს. ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში ამ სფეროს განვითარების კვალდაკვალ,"- აცხადებს FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემი.

 
დღის ამბები