"სხვათა შორის, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, აი ეს გამოცდილი პროვოკატორები რომ გყავთ, არ მოაწყონ პროვოკაციები. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, რომ იყოს სიმშვიდე, კიდევ და კიდევ, თქვენმა ნაცტელევიზიამ არ გადასცეს ისეთი სიუჟეტი, რომ თითქოს ხდება ზეწოლაა, თითქოს და ხდება მობილიზება და პროვოკაციები. აი ამიტომ ვართ ჩვენ ჩამოსულები," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
როგორც ხაბარელმა აღნიშნა, არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს ბათუმში მისი ყოფნა.
"ეს არანაირი დარღვევა არ არის. ჩვენ კანონი მივიღეთ, ძალიან კარგად არის კანონში გაწერილი, რომ აქ, ამ სიტუაციაში დარღვევა საერთოდ არ არსებობს. უბრალოდ თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ, მაგრამ ასეთი რამე არ არის,"- განაცხადა შოთა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.
ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.
ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.