24 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
ვერიფიკაციის აპარატის გაფუჭების გამო ბათუმის ერთ-ერთ უბანზე სამაგიდო სიების გამოყენება დასჭირდათ - ოპოზიციაში ფაქტი ეჭვს იწვევს

უკვე 7 საათია რუსთავში, გარდაბნის რამდენიმე სოფელსა და ბათუმში არჩევნებია, მოსახლეობის აქტივობა დამაკმაყოფილებელია, საერთო ჯამში პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მცირე ინციდენტი მოხდა ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე. 4 ვერიფიკაციის აპარატიდან ერთი გაფუჭდა, ამომრჩევლის იდენტიფიცირებისთვის კომისიის წევრებს სამაგიდო სიების გამოყენება დასჭირდათ.

"4 ვერიფიკაციის აპარატიდან ერთი გაფუჭდა და გადავედით ძველ მეთოდით მუშაობაზე. აპარატის გაფუჭების მიზეზს მე ვერ გეტყვით. მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. აქტიურობა არის.

ოპოზიცია ამბობს, რომ ფაქტი ეჭვებს აჩენს, უმრავლესობა კი ოპონენტებს პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს., როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ ნაციონალური მოძრაობა მსგავსი განცხადებებით ალიბს იქმნის არჩევნების წაგების მომენტისთვის. უთანხმოება იყო დამკვირვებლებს შორისაც.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.

დღის ამბები