ამომრჩევლის აქტივობამ იმატა გარდაბნის სოფლებში - აქ არჩევნები სულ 16 სოფელში და 33 საარჩევნო უბანზე ტარდება. ბოლო მონაცემებით პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე არცერთ საარჩევნო უბანზე არ დარეგისტრირებულა საჩივარი და არ მომხდარა რაიმე ინციდენტი.
"აქტივობა ნორმალურია და შუადღის შემდეგ კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს ველოდებით," - აცხადებს გარდაბნის #34 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შორენა სახლთხუციშვილი.
12 საათამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით გაცილებით მომატებულია ამომრჩევლის აქტივობა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში 34 ათასამდე ამომრჩეველია.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.
შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ბათუმში უბანია გახსნილი. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის", ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".
პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.