25 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
ბათუმში არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - დაიწერა 6 საჩივარი

ბათუმში საკრებულოს წევრს ირჩევენ. 5 საათის მონაცემებით აქტივობა 40%-ზე მეტია. 14 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 22 ათასამდე მოქალაქიდან  8395-მა ამომრჩეველმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის განცხადებით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო. დაიწერა 6 საჩივარი.

უბნები 8 საათზე დაიხურება. ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად 2 საათი აქვს დარჩენილი.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.

დღის ამბები