25 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" უკრაინის მოქალაქე ქალისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

"საფარი" უკრაინის მოქალაქისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქალი გაუპატიურების მსხვერპლია, გამოძიება კი საქმეზე არაეფექტურად მიმდინარეობს.

იურისტებს ამის თქმის საფუძველს ის გარემოება აძლევთ, რომ საქმის მასალებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა და ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ფაქტზე კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს ინტენსიური საპროცესო მოქმედებები. 

დღის ამბები