23 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდების და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამართა

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სურვილი, გააძლიეროს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რაც აისახა კიდეც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში.

კიდევ ერთი შეხვედრა ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. გამოთქვეს მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისს და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოს.

დღის ამბები