19 აპრილი 2024,   03:20
ვრცლად
კრემლის სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაგმობა რეზოლუციით - ვინ უჭერს მხარს "ლელოს" ინიციატივას

ოპოზიციის ნაწილი კრემლის სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის რეზოლუციით დაგმობას ითხოვს. ფრაქცია "ლელომ" დღეს საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლის ტექსტში რამდენიმე გზავნილია, მთავარი პუნქტი კი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას ეხება. "ლელო" ხელისუფლებას კიევისთვის სამხედრო დანაშაულის გამოძიების ნაწილში გამოცდილების გაზიარების დავალებასაც აძლევს და იმედი აქვს, რომ რეზოლუციას კოლეგების მხარდაჭერა ექნება.

ოპოზიციონერი კოლეგებისგან ფრაქციამ მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს, განსხვავებით სახელისუფლებო გუნდისგან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ყველა იმ საერთაშორისო რეზოლუციაზე ხელმოწერაა, რომელიც უკრაინაში მოსკოვის სამხედრო აგრესიას გმობს.

 
დღის ამბები